ადრიენ რაბიო საფრანგეთის ჩემპიონატში ითამაშებს

ადრიენ რაბიო საფრანგეთის ჩემპიონატში ითამაშებს

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი ადრიენ რაბიო, რომელიც უგუნდოდ იყო, კარიერას „მარსელში“ გააგრძელებს.

ფრანგულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა 29 წლის ნახევარმცველთან შეთანხმება, რომელიც სამედიცინო შემოწმების შემდეგ ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

რაბიო 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტი იყო, როცა „იუვენტუსთან“ კონტრაქტი ამოეწურა და კლუბი მხოლოდ ახლა იპოვა.

ადრიენ რაბიომ 2019-2024 წლებში „იუვენტუსში“ 212 მატჩში 22 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე „პარი სენ-ჟერმენის“ და „ტულუზას“ ღირსებას იცავდა.