გიორგი მიქაუტაძის

გიორგი მიქაუტაძის "ლიონი" "ლანსს" უგოლოდ დაუზავდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მეოთხე ტურში „ლიონი“ სტუმრად „ლანსს“ უგოლოდ დაუზავდა. თამაში საკმაოდ მოსაწყენი იყო და შედეგი სრულიად ლოგიკურია.

გიორგი მიქაუტაძე ამჯერად მხოლოდ შეცვლაზე ჩაერთო თამაშში, 65-ე წუთზე გიფტ ორბანი შეცვალა. ქართველმა კარში ერთხელ დაარტყა, მაგრამ მეკარე ადვილად გაუმკლავდა ეპიზოდს.

აღსანიშნავია, რომ მის კონკურენტ ორბანს, რომელმაც წინა ტურში დუბლი შეასრულა, ამ შეხვედრაში ორი გოლი არ ჩაუთვალეს.

გიორგი მიქაუტაძე „ლიონში“ ოთხი მატჩის შემდეგ ჯერჯერობით, უგოლოდაა. „ლიონი“ 4 ქულით მე-13 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 22 სექტემბერს, „მარსელს“ უმასპინძლებს.