ანტონიო კონტე:

ანტონიო კონტე: "კვარასგან სწორედ ბევრ გოლს და საგოლე პასებს ველოდებით"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „კალიარისთან“ მატჩის (4:0) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

როგორც იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, კვარასგან სწორედ ბევრ გოლს და საგოლე პასებს ელოდება:

„კვარასგან ველოდებით, როგორც საგოლე პასებს, ასევე ბევრ გოლს და მნიშვნელოვან მოქმედებებს. დღეს არ იყო მატჩი მისი თვისებებისთვის შესაბამისი, მაგრამ მან მაინც ძალიან კარგად ითამაშა. გარემარბისგან დიდი მონდომება დავინახე, რაც იმედს მისახავს“, - აღნიშნა ანტონიომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე (სერია A და იტალიის თასი) ხუთ მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს აქტივში. „ნაპოლი“ 9 ქულით სერია A-ში გალიდერდა, მომდევნო მატჩს კი, 21 სექტემბერს, სტუმრად ტურინის „იუვენტუსთან“ ჩაატარებს.