აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკელ პოპვარსკვლავს, ტეილორ სვიფტს მორიგი შეურაცხყოფა მიაყენა და X-ზე პოსტი გამოაქვეყნა:
"მძულს ტეილორ სვიფტი."
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას სვიფტმა საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერა ტრამპის მეტოქეს, კამალა ჰარისს გამოუცხადა, რამაც, როგორც ჩანს, რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის გაღიზიანება გამოიწვია.
რა თქმა უნდა, ტრამპის ამგვარ პოსტს უხმაუროდ არ ჩაუვლია.
ლიზ ჩეინმა, რესპუბლიკური კონგრესის ყოფილი წარმომადგენელმა, რომელიც ჰარისს უჭერს მხარს, ტრამპს შემდეგი სიტყვებით უპასუხა:
"ამას ამბობს ყველაზე პატარა ადამიანი, ვისაც კი ოდესმე უცხოვრია."
ანა ნავრო, GOP-ის სტრატეგი და კომენტატორი, რომელიც ტრამპის ღია კრიტიკოსია, სვიფტის შესახებ დაწერილ პოსტს ამგვარად გამოეხმაურა:
"დონალდ ტრამპმა ის მცირე გონიერებაც კი დაკარგა, რაც შერჩენოდა. ტეილორ სვიფტმა საბოლოოდ გატეხა ის"
წარსულში, ტრამპმა სვიფტის მიმართ ერთხელ აღფრთოვანებაც კი გამოხატა, ყოველ შემთხვევაში მომღერლის გარეგნობით ნამდვილად აღფრთოვანებული იყო.
"ვფიქრობ, ის ლამაზია - ძალიან ლამაზი! მე მას ძალიან ლამაზად ვთვლი და ვფიქრობ, რომ ლიბერალია. ალბათ ტრამპი არ მოსწონს, თუმცა მესმის. ის ნამდვილად ნიჭიერია."
თუმცა მას შემდეგ, რაც ტეილორ სვიფტმა ჰარისს საჯაროდ გამოუცხადა მხარდაჭერა, ტრამპმა თავისი სიტყვები უარყო და განაცხადა:
"მე არასდროს ვყოფილვარ ტეილორ სვიფტის ფანი."