"ბოავიშტას" ორი მეკარე ერთ ვარჯიშზე დაუშავდა და სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებენ

პორტუგალიურ „ბოავიშტას“ ორი მეკარე დაუშავდა. ამ ამბავში უცნაური ისაა, რომ პირველმა და მეორე მეკარემ ტრავმები ერთ ვარჯიშზე მიიღეს, თანაც ძალიან მძიმე.

ჟოაო გონსალვეშმა და ლუის პერესმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტეს, რის გამოც მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებენ. გუნდისთვის ეს დიდი დარტყმაა, რადგან მხოლოდ ერთი მეკარე დარჩათ, ისიც 17 წლის, ტომე სოუსა, რომელსაც ჯერ პროფესიონალურ დონეზე არ უთამაშია.

სწორედ სოუსამ უნდა დაიცვას „ბოავიშტას“ კარი უახლოეს მატჩებში, თუ კლუბი თავისუფალ აგენტს ვერ იპოვის, რადგან პორტუგალიაში სატრანსფერო ფანჯარა დახურულია.