53 წლის კანადელი მომღერალი მერი–ლუ ზაჰალან–კენედი The Beatles–ის შესწავლის დარგში მაგისტრის ხარისხის პირველი მფლობელი გახდა.
ლივერპულის უნივერსიტეტში The Beatles–ისადმი მიძღვნილი კურსი 2009 წელს ამოქმედდა და მასზე 12 ადამიანი ჩაეწერა. მერი–ლუ პირველი სტუდენტი გახდა, რომელმაც უნივერსიტეტისგან ამ დარგში სამეცნიერო ხარისხი მიიღო.
“კურსი მარტივი არ ყოფილა, მაგრამ სახალისო იყო. მე ბევრი რამ გავიგე იმის შესახებ, რა გავლენა მოახდინა The Beatles–მა ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე,“ – განაცხადა ზაჰალან–კენედიმ.
გამარჯვებულს სამშობლოში რამდენიმე სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. გარდა ამისა, 70–იან წლებში მან კანადის სილამაზის დედოფლის ტიტული მიიღო.