იამალი:

იამალი: "იმედი მაქვს, "ბარსელონას" დატოვება არასდროს მომიწევს"

„ბარსელონას“ ფეხბურთელმა ლამინ იამალმა განაცხადა, რომ მთელი კარიერის გატარება კატალონურ კლუბში სურს და იმედოვნებს, რომ „ბარსელონას“ დატოვება არასდროს მოუწევს.

„იმედი მაქვს, სამუდამოდ „ბარსაში“ დავრჩები. ვოცნებობ, რომ „ბარსელონას“ ლეგენდა გავხდე.

„ოქროს ბურთის“ ნომინანტებში რომ ვარ, ამის შესახებ ნაკრებში ყოფნის დროს გავიგე. ლიფტში ვიყავით და ნიკო უილიამსის გვარი დაასახელეს კანდიდატებში, შემდეგ - ჩემი. გულწრფელად, არ მგონია, რომ მოვიგო, მაგრამ კარგი იქნება, თუ შანსი მექნება“, - თქვა იამალმა.