გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ნიკოლ კიდმანი ვენეციის კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონიას დედის გარდაცვალების გამო ვერ დაესწრებოდა, ეს ინფორმაცია საზოგადოებას Babygirl-ის რეჟისორმა, ჰალინა რეინმა, აცნო და მსახიობის წერილი წაიკითხა.
ნიკოლ კიდმანმა დედის გარდაცვალების შემდეგ პირველი განცხადება გუშინ, 12 სექტემბერს, ინსტაგრამზე გამოაქვეყნა, სადაც წერს:
"მე და ჩემს დას, ჩვენს ოჯახთან ერთად გვინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ სიყვარულისა და სიკეთისთვის, რაც ამ კვირის განმავლობაში ვიგრძენით. ყოველი გზავნილი, რომელიც იმ ადამიანებისგან მივიღე, ვისაც უყვარდა და პატივს სცემდა დედას, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ამის გამოხატვა შეუძლებელია. მთელი ოჯახის სახელით მადლობას გიხდით, რომ პატივი ეცით ჩვენს სურვილს კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით."