Cardi B და Offset-ი მესამე შვილის მშობლები გახდნენ

Cardi B და Offset-ი მესამე შვილის მშობლები გახდნენ

ამერიკელი რეპერი Cardi B მესამე შვილის დედა გახდა. შესაბამისი განცხადება და ახალშობილ გოგოსთან ერთად გადაღებული ფოტო მან Instagram-ზე გამოაქვეყნა.

ფოტოებზე ჩანს, რომ ბავშვი უკვე გაიცნო მისმა მამამ, ასევე რეპერმა Offset-მა, რომელთანაც Cardi-მ განქორწინება გადაწყვიტა და წყვილის ორმა უფროსმა შვილმა - ქალიშვილმა ქალჩერმა და ვაჟმა ვეივმა.

რა დაარქვა შემსრულებელმა მესამე ბავშვს ამ ეტაპზე უცნობია.