ბრიჯიტ მაკრონი სერიალში „ემილი პარიზში“ გამოჩნდება

ბრიჯიტ მაკრონი სერიალში „ემილი პარიზში“ გამოჩნდება

საფრანგეთის პირველი ლედი ბრიჯი მაკრონი Netflix-ის სერიალის „ემილი პარიზში“ მეოთხე სეზონში გამოჩნდება.

The Guardian-ის ცნობით, მაკრონი ეპიზოდურ როლში საკუთარ ტანსაცმელში გამოწყობილი გადაიღეს და პროექტის ავტორებისგან მას რაიმე განსაკუთრებული მითითებები არ მიუღია.

მთავარი როლის შემსრულებელმა ლილი კოლინზმა განმარტა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ცოლის სერიალში მოწვევის იდეა მას და შოურანერ დარენ სტარს ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში გაუჩნდათ, რის შემდეგაც ისინი მაკრონს შეხვდნენ და პროექტში მონაწილეობაზე დაითანხმეს.

„ეს სცენა მეოთხე სეზონში უბრალოდ არაჩვეულებრივია და მასში ბრიჯიტ მაკრონთან თამაში დიდი პატივი და ნამდვილი სიხარული იყო“, - აღნიშნა კოლინზმა.

„ემილი პარიზში“ ამერიკული კომედიური ჟანრის სერიალია, რომლის პრემიერა Netflix-ზე 2020 წელს შედგა. სიუჟეტის მიხედვით, ემილი აშშ-დან პარიზში გადადის საცხოვრებლად და ფრანგულ მარკეტინგის ფირმაში მუშაობს და სიყვარულს ეძებს. სერიალის ახალი ეპიზოდები დღეს გამოვიდა.