წერილი, რომელმაც ფიზიკოსმა ალბერტ აინშტაინმა აშშ-ის პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტს მისწერა, აუქციონზე Christie's 3,9 მილიონ დოლარად გაიყიდა.
წერილში მეცნიერი თეთრი სახლის მეთაურს იმის შესახებ აფრთხილებს, რომ ნაცისტურ გერმანიაში ბირთვული ტესტები იწყება.
დოკუმენტის ორიგინალი ახლა ნიუ-იორკში, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ინახება, გაყიდული ლოტი კი წერილის მეორე, უფრო მოკლე ვერსიაა, რომელიც არ შეიცავს რეკომენდაციას ბირთვული კვლევების მხარდაჭერის შესახებ.
აინშტაინის წერილის წინა მფლობელი Microsoft-ის თანადამფუძნებელი პოლ ალენი იყო. 2002 წელს მან დოკუმენტი პოლიტიკოს მალკოლმ ფორბსისგან 2,1 მილიონად იყიდა. იმ დროისთვის ეს მე-20 საუკუნის ყველაზე ძვირადღირებული ისტორიული დოკუმენტი იყო.