ალბანელ და ქართველ ფანებს შორის დაპირისპირება მოხდა

ალბანელ და ქართველ ფანებს შორის დაპირისპირება მოხდა

ალბანეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის დასრულების შემდეგ ტრიბუნებზე ფანებს შორის დაპირისპირება მოხდა.

როგორც ალბანური მედია იტყობინება, საქმეში პოლიციის ჩართვაც გახდა საჭირო, რათა ალბანელ და ქართველ ფანებს შორის დაპირისპირება უფრო არ გამწვავებულიყო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ალბანეთი გიორგი ქოჩორაშვილის გოლით 1:0 დაამარცხა და ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფს ორი ტურის შემდეგ ერთპიროვნულად, 6 ქულით ლიდერობს.