არგენტინა კოლუმბიასთან დამარცხდა

არგენტინა კოლუმბიასთან დამარცხდა

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი არგენტინა კოლუმბიასთან დამარცხდა.

შეხვედრა საინტერესო და დაძაბული გამოდგა. კოლუმბია 25-ე წუთზე მოსკერას გოლით დაწინაურდა და ტაიმი მოიგო. მეორე ნახევრის დასაწყისში ნიკო გონსალესის გოლით არგენტინამ გაათანაბრა, თუმცა, მე-60 წუთზე ხამეს როდრიგესმა პენალტით გამარჯვების გოლი გაიტანა.

მარცხის მიუხედავად არგენტინა 18 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო კოლუმბიის ნაკრები 16 ქულით მეორე ადგილს იკავებს.

ბოლივიის ნაკრებმა სანტიაგოში კრიზისში მყოფ ჩილეს ნაკრებს 2:1 აჯობა, ხოლო ეკვადორის ნაკრებმა შინ პერუს 1:0 მოუგო. კიდევ ერთი მატჩი, ვენესუელასა და ურუგვაის შორის გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.