1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელისა და ბომბარდირი სალვატორე სკილაჩის ოჯახმა, რომელიც 2022 წლიდან ებრძვის მსხვილი ნაწლავის კიბოს, განაცხადა, რომ იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
„მედიის უამრავი ზარების და გავრცელებული უსიამოვნო ჭორების გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ ჩვენი საყვარელი ტოტო სტაბილურ მდგომარეობაშია და მას მუდმივად ამოწმებს გამოცდილი ექიმების ჯგუფი. წინ, ტოტო“, - ნათქვამია ფეხბურთელის ოფიციალურ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ 59 წლის სკილაჩიმ კარიერა 1997 წელს დაასრულა. კარიერის განმავლობაში ის თამაშობდა ისეთ ტოპ იტალიურ კლუბებში, როგორებიცაა „იუვენტუსი“ და „ინტერი.“ 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ტოტომ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და 6 გოლით ტურნირის საუკეთესო მეგოლე გხდა. ის მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.
იტალიის ნაკრებში თავდამსხმელმა ბოლოს 1991 წლის 25 სექტემბერს ითამაშა.