ესპანეთსა და არგენტინას შორის ფინალისიმას გამართვის სავარაუდო თარიღი ცნობილია

ესპანეთსა და არგენტინას შორის ფინალისიმას გამართვის სავარაუდო თარიღი ცნობილია

ფინალისიმა - 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულ ესპანეთსა და 2024 წლის კოპა ამერიკის მფლობელ არგენტინას შორის 2026 წლის მარტში გაიმართება - წერს ჟურნალისტი გასტონ ედული სოციალურ ქსელ X -ზე (ყოფილი ტვიტერი).

წყაროს ცნობით, 2025 წლის კალენდარში ამ მატჩის მასპინძლობის ადგილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ ეს იქნება ფინალისიმას მეორე გათამაშება ისტორიაში. ტურნირის პირველი გამარჯვებული არგენტინის ნაკრებია. გადამწყვეტ შეხვედრაში სამხრეთამერიკელებმა იტალიის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხეს. გოლები ლაუტარო მარტინესმა, ანხელ დი მარიამ და პაულო დიბალამ გაიტანეს.

ბოლო ამხანაგურ თამაშში „ლურჯ-თეთრებსა“ და „წითელ ფურიას“ შორის, რომელიც 2018 წელს გაიმართა, ესპანელებმა გამანადგურებელი გამარჯვება მოიპოვეს. მატჩი ანგარიშით 6:1 დასრულდა. გამარჯვებულებს გოლები დიეგო კოსტამ, იაგო ასპასმა, ტიაგო ალკანტარამ გაიტანეს, ხოლო ისკომ ჰეთ-თრიკი შეასრულა. არგენტინის ნაკრების ერთადერთი გოლი ნიკოლას ოტამენდიმ შეაგდო.