ნიკოლ კიდმანმა ვენეციის კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონია მას შემდეგ დატოვა, რაც დედის მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ შეიტყო.
ჯანელ ენ კიდმანი 84 წლის იყო.
"დღეს ჩამოვედი ვენეციაში, ცოტა ხნის შემდეგ კი გავიგე, რომ ჩემი ლამაზი, მამაცი დედა, ჯანელ ელ კიდმანი, ახლახანს გარდაიცვალა, შოკში ვარ და ჩემს ოჯახთან უნდა წავიდე, მაგრამ ეს ჯილდო მისთვისაა. მან ჩამომაყალიბა იმად, რაც ვარ, მანდ შემქმნა, უზომოდ მადლობელი ვარ მისი, სიცოცხლისა და ხელოვნების შეჯახება გულსატკენია, გული ძალიან დამწყდა" — წერს კიდმანი განცხადებაში, რომელიც Babygirl-ის რეჟისორმა ჰალინა რეინმა წაიკითხა და ჯილდოც მისი სახელით მიიღო.
რეინმა მსახიობის სიტყვები სავსე აუდიტორიის წინაშე წაიკითხა და თქვა: "ჩვენ ყველას გვიყვარხარ, ნიკოლ"
განცხადებაში ჯანელ კიდმანის გარდაცვალების მიზეზი მითითებული არაა, თუმცა ცნობილია, რომ გულის პრობლემები ჰქონდა, მას 2016 წელს სიდნეის საავადმყოფოში გულის ოპერაცია ჩაუტარდა.