სელენა გომესმა გაამხილა, რომ საკუთარი შვილების გაჩენა არ შეუძლია. ამ თემაზე 32 წლის ამერიკელმა მომღერალმა და მსახიობმა Vanity Fair-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მან განმარტა, რომ ამის მიზეზი მისი ჯანმრთელობა, რომელიც არ აძლევს საშუალებას ჰქონდეს უსაფრთხო ფეხმძიმობა.
„ეს საჯაროდ ჯერ არასოდეს მითქვამს, მაგრამ, სამწუხაროდ, შვილებს ვერ გავაჩენ. ბევრი სამედიცინო პრობლემა მაქვს, რომელიც საფრთხის ქვეშ დააყენებს, როგორც ბავშვის, ასევე ჩემს სიცოცხლეს“, - განაცხადა გომესმა.
მას წითელი მჭამელის დიაგნოზი დაუსვეს. ამის გამო თირკმლის ტრანსპლანტაციაც კი დასჭირდა. მომღერალს ასევე ბიპოლარული აშლილობა აქვს. აქედან გამომდინარე, მას არაერთი მედიკამენტის მიღება უწევს, რაც, მისი თქმით, არ არის უსაფრთხო ნაყოფისთვის.
ამის მიუხედავად, გომესი ოჯახის შექმნის სურვილზე უარს არ ამბობს და აცხადებს, რომ ბავშვის აყვანასა ან სუროგაციაზე ფიქრობს.
გომესი პროდიუსერ ბენი ბლანკოს ხვდება.