ბრაზილიის მონატრებული გამარჯვება მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე

ბრაზილიის მონატრებული გამარჯვება მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე

მსოფლიოს 2026 წლის შესარჩევ ეტაპზე ბრაზილიის ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. „სელესაოს“ საკვალიფიკაციო ეტაპზე პრობლემები აქვს და მეშვიდე ტურში ეკვადორთან ფეხის დაცდენის უფლება არ ჰქონდა.

ჟუნიორ დორივალის გუნდმა მძიმედ, მაგრამ მაინც მოიგო: 30-ე წუთზე როდრიგომ გაიტანა შეხვედრის ერთადერთი გოლი.

ბრაზილიამ შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ სამი წაგების შემდეგ გაიმარჯვა, 10 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო მომდევნო ტურში 11 სექტემბერს, პარაგვაის ესტუმრება.

კიდევ ორი მატჩი გაიმართა: პერუმ და კოლუმბიამ გოლები გაცვალეს, ხოლო ურუგვაი და პარაგვაი უგოლოდ დაზავდნენ.