მემფის დეპაი კარიერას ბრაზილიაში გააგრძელებს

მემფის დეპაი კარიერას ბრაზილიაში გააგრძელებს

მემფის დეპაი სავარაუდოდ კარიერას „კორინთიანსში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ბრაზილიური მედია იტყობინება.

30 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია და ახლოსაა შეთანხმებასთან, რომლის მიხედვით ის „კორინთიანსთან“ ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

დეპაიმ ბოლო სეზონი მადრიდის „ატლეტიკოში“ გაატარა, მანამდე კი, პსვ ეინდჰოვენის, „მანჩესტერ იუნაიტედის“, „ლიონის“ და „ბარსელონას“ ღირსებას იცავდა.