ცნობილმა ამერიკელმა ფეხბურთელმა ალექს მორგანმა კარიერა დაასრულა. 35 წლის თავდამსხმელმა ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ალექს მორგანს არაერთგან უთამაშია, ძირითადად სამშობლოში, ბოლოს კი, „სან დიეგოში“ თამაშობდა. ევროპაში ის, „ლიონის“ და „ტოტენჰემის“ წევრი იყო, თუმცა ორივე შემთხვევაში მცირე ხნით.
ამერიკის ნაკრებში მორგანმა 2010-2024 წლებში 224 შეხვედრაში 123 გოლი გაიტანა. ალექსს ტიტულებიც უამრავი აქვს, მათ შორის, ორჯერ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ერთხელ კი - ოლიმპიური. ოლიმპიადაზე ოქროს გარდა (2012 წელს), მან ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა (2020 წელს).