ჟოაო მარიო

ჟოაო მარიო "ბეშიქთაშში" გადავიდა

ლისაბონის „ბენფიკას“ ნახევარმცველი ჟოაო მარიო კარიერას სტამბოლის „ბეშიქთაშში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

31 წლის ფეხბურთელი თურქებს სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა.

ჟოაო მარიოს „სპორტინგში“, „სეტუბალში“, „ინტერში“, „ვესტ ჰემში“, მოსკოვის „ლოკომოტივსა“ და „ბენფიკაში“ უთამაშია, ხოლო პორტუგალიის ნაკრებში 56 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი და 2016 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.