"დინამო თბილისმა" მათე ვაწაძე დაიმატა

მათე ვაწაძე „დინამო თბილისში“ დაბრუნდა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

35 წლის ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა. ვაწაძე ბოლოს „გაგრაში“ თამაშობდა და ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 18 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.

ვაწაძე „დინამოში“ 2005-2011 და 2018 წელს თამაშობდა. ის ასევე იყო, „ვოლგას“, „დილას“, "ორჰუსის“, თბილისის „ლოკომოტივის“, „ვიბორგის“, „სილკებორგის“, „ლიეპაიას“, „ქიზილქუმის’, აგმკ-ს და „დინამო ბათუმის“ წევრი.