Netflix-ზე „ბინდის“ მიხედვით გადაღებული ანიმაციური სერიალი გავა

Netflix-ზე „ბინდის“ მიხედვით გადაღებული ანიმაციური სერიალი გავა

„ბინდის“ მიხედვით ანიმაციურ სერიალს გადაიღებენ. Variety წერს, რომ პროექტი სტეფანი მაიერის რომანის „შუაღამის მზის“ ეკრანიზაცია იქნება და ამავე სახელწოდებას მიიღებს.

რომანი „ბინდში“ განვითარებულ მოვლენებს ედვარდ კალენის თვალით გვაჩვენებს. წიგნი 2020 წელს გამოვიდა. ცნობილია, რომ მაიერი შინეიდ დეილისთან ერთად სერიალის პროდიუსერი იქნება. შოუ Netflix-ზე გავა.

სტეფანი მაიერის რომანი „ბინდი“ 2005 წელს გამოვიდა. წიგნი 17 წლის გოგონასა და 100 წელს გადაცილებული ვამპირის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს. 2008 წელს ეკრანებზე გამოვიდა ამავე სახელწოდების ფილმი, რომელშიც მთავარი როლები კრისტენ სტიუარტმა და რობერტ პატინსონმა შეასრულეს.