„მძიმე ახალი წელი“

„მძიმე ახალი წელი“

ახალი წელი თითოეული ჩვენთაგანისათვის საყვარელი დღესასწაულია და მის შესახვედრად ყოველთვის განსაკუთრებული სიხარულით ვემზადებით.

გაგიკვირდებათ და არსებობს ხალხი, რომლებიც ამ საზეიმო დღეს ერთგვარი შიშითა და მძიმე მოგონებებით დახუნძლულები ეგებებიან. მათ რიცხვს მიეკუთვნება ჩვენთვის კარგად ნაცნობი ზოგიერთი კინომსახიობიც.

არ ვიცი, ქართველი მსახიობები თხილამურებით სრიალის დიდი მოტრფიალენი თუ არიან, მაგრამ ვაფრთხილებ, რომ ყურადღებით იყვნენ. შეიძლება ზოგიერთ მათგანს ძველით ახალი წლის შეხვედრა ბაკურიანში ან გუდაურში აქვს დაგეგმილი და კარგი იქნება, თუ კეტრინ ზეტა-ჯონსის შეცდომას არ გაიმეორებენ.

ამ უკანასკნელმა 31 დეკემბრის შუადღეს, მთიდან თხილამურებით დაშვება გადაწყვიტა და სერიოზული ტრამვა მიიღო. შესაბამისად, დღესასწაულს ლოგინში შეხვდა და ზეიმმა უიმისოდ ჩაიარა.

ლეონარდო დი კაპრიო ასაკით ახალგაზრდა კაცია და ამ ცხოვრების ყველა სიამტკბილობითაც უნდა სარგებლობდეს. „ტიტანიკის“ გმირი შობას ვერ იტანს და ამ დღის მოახლოებასთან ერთად ღრმა დეპრესიაში ვარდება.

თურმე თექვსმეტი წლის ასაკში, საახალწლოდ გერმანიაში, ბებია-ბაბუასთან გაემგზავრა. ღამის თორმეტ საათზე ასაკოვნებმა ლოგინს მიაშურეს, ეულად დარჩენილი ლეონარდო კი სახლში ჩაკეტეს და თანატოლებთან გასართობად არ გაუშვეს