თუ რა არის ჰოლივუდი ეს დღეს ყველამ იცის. ჰოლივუდი კოლოსალური კინოქარხანაა, სადაც მსოფლიო ფილმების უმრავლესობას იღებენ. ეს არის ადგილი, სადაც უდიდესი მსახიობები და ვარსკვლავები ცხოვრობენ. აქ ადამიანი ნებისმიერ დროს შეიძლება კევინ კოსტნერს ან ანჯელინა ჯოლის გადააწყდეს. მაგრამ, რადგან ძალიან ცოტა დაიკვეხნის იმით, რომ ჰოლივუდის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია გააჩნია.
ჰოლივუდის ისტორია დიდი ხნის წინ დაიწყო. პირველი ესპანელი დამპყრობლები სწორედ ამ ადგილებში გამოჩნდნენ, ადგილებში სადაც ძირძველი ამერიკელები ცხოვრობდნენ. მალე ადგილობრივი ინდიელები სხვა ტერიტორიებზე გადაასახლეს, იქაურობა კი ესპანეთის მთავრობის საკუთრება გახდა.
1870-იანებში რომ გეკითხათ, რა არის ჰოლივუდი, ანუ ის ტერიტორია სადაც ახლა ჰოლივუდია, გიპასუხებდნენ, რომ ეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისათვის განკუთვნილი ადგილია. მართლაც, აქ მოჰყავდათ მარცვლეული, ხელოვნურად გამოჰყავდათ სხვადასხვა მცენარეები, იღებდნენ მდიდარ მოსავალს - ხორბლით დაწყებული ბანანით დამთავრებულს. ამასთან, დიდი ხნის განმავლობაში, ჰოლივუდი ორ რანჩოდ იყო დაყოფილი და ისინი მხოლოდ 1886 წელს გააერთიანეს. რანჩოს მეპატრონის მეუღლემ კი ერთხელ, გადაწყვიტა ამ მეურნეობისათვის სახელი შეერჩია და რატომღაც ”ჰოლივუდზე” შეჩერდა. ცოტა ხანში რანჩოში ქუჩები და მაღაზიები გაჩნდა, მრავალი წლის შემდეგ კი ისინი ულამაზეს ბულვარებად და მთავარ ქუჩებად გადაიქცა..
ჰოლივუდის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას იმ ხანგრძლივ პროცესს აწყდება ადამიანი, რომელიც თან სდევა ამ უნიკალური ადგილის დაარსებას. სოფლის მეურნეობა, რაც თავდაპირველად წარმოადგენდა ტერიტორიას, სახელად ”ჰოლივუდი”, დიდ დასახლებად გარდაიქმნა. აქ მალე სკოლები, ეკლესიები, ბიბლიოთეკები ააშენეს და თანდათანობით პრესტიჟულ საცხოვრებელ ადგილად გადააქციეს. ახლა უკვე კითხვაზე, რა არის ჰოლივუდი? ასე პასუხობდნენ - ეს დიდი და აყვავების გზაზე მყოფი დასახლებული პუნქტია.
ჰოლივუდი თავდაპირველად, ცალკე ავტონომიასავით არსებობდა, თუმცა ასე დიდხანს ვერ გაგრძელდა, სასმელი წყლის უქონლობამამ, იგი ლოს-ანჯელესის ანექსიის ქვეშ მოაქცია.
ჰოლივუდი კინემატოგრაფიას 1911 წელს დაუკავშირდა. მაშინ, ერთ-ერთ ძველ ტავერნაში პირველი ჰოლივუდური ფილმი გადაიღეს. და მაინც, ალბათ გიჩნდებათ კითხვა - რა იყო ჰოლივუდი ისეთი, რომ სწორედ იქ და არა სხვაგან გაჩნდა სურვილი კინოსურათების გადაღების?! საქმე ისაა, რომ ჰოლივუდში მრავლად იყო ისეთი მშვენიერი ადგილები, რომლებიც ფილმის გადაღების პროცესში ხელოვნური დეკორაციების აგებას აღარ საჭიროებდნენ, შესაფერისი იყო ასევე კლიმატი და საერთოდ მთლიანი გარემო.
ამიტომ გახდა ჰოლივუდი ”ფილმების ქარხანა” და სწორედ ამიტომ მიიზიდა მან უამრავი რეჟისორი თუ მსახიობი. ბანკები, რესტორნები, კლუბები, სხვადასხვა ორგანიზაციები - ყოველივე ამან კინოინდუსტრიის განვითარებას ხელი შეუწყო. ძალიან მალე თითქმის ყველა ქუჩასა და სახლის ფასადს სულ ახლებური იერი შესძინეს და დეკორატიული ელემენტების გამოყენებით ჰოლივუდი პატარა სამოთხეს დაამგვანეს.
ყველა ჰოლივუდზე ალაპარაკდა. ნებისმიერი ადამიანის ოცნება გახდა თუნდაც სულ ცოტა ხნით მოხვედრილიყო მის ქუჩებში და რომელიმე ფილმის, თუნდაც მასობრივი სცენების მონაწილე ყოფილიყო. ფილმში გადაღებასთან ერთად ბევრი ვარსკვლავობაზეც ოცნებობდა, ჰოლივუდის ვარსკვლავობაზე,