სალომე სამადაშვილი: მათ ადგილას ფრთხილად ვიქნებოდი, ოპოზიცია რომ მოიგებს, მგონი, ბევრ მათგანს ვიხილავთ რიგში დამდგარს, რათა ოპოზიციის რიგებში ჩაეწერონ - „ოცნება“ აბსოლუტურად გაკოტრებულია

სალომე სამადაშვილი: მათ ადგილას ფრთხილად ვიქნებოდი, ოპოზიცია რომ მოიგებს, მგონი, ბევრ მათგანს ვიხილავთ რიგში დამდგარს, რათა ოპოზიციის რიგებში ჩაეწერონ - „ოცნება“ აბსოლუტურად გაკოტრებულია

მათ ადგილას ფრთხილად ვიქნებოდი, ოპოზიცია რომ მოიგებს, მგონი, ბევრ მათგანს ვიხილავთ რიგში დამდგარს, რათა ოპოზიციის რიგებში ჩაეწერონ, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა „ქართული ოცნების“ დელეგატთა სიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „ეს ფეოდალები“ არიან ისინი, ვინც ხელისუფლების ცვლილების დროს, მათ რიგებს პირველები ტოვებენ ხოლმე.

„ყველასთვის გასაგებია ახლა რაც ხდება. „ქართული ოცნება“ აბსოლუტურად გაკოტრებულია, არჩევნებს აგებენ. მაჟორიტარული სისტემა ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს, მაგრამ მათ დანიშნეს და სიაში ადგილებს დაჰპირდნენ იმ ფეოდალებს, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ხელისუფლებას ემსახურებოდნენ. ამით აიძულებენ, რომ მიიღონ მონაწილეობა დაშინებაში, მოსყიდვაში და სხვა აქტივობებში. ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, ძალიან ცუდად დასრულდება.

მათ ადგილას ფრთხილად ვიქნებოდი, იმიტომ, რომ ეს ფეოდალები პირველები არიან, რომლებიც მერე ხელისუფლების რიგებს ტოვებენ ხოლმე, მისი ცვლილების დროს. ოპოზიცია რომ მოიგებს, მგონი, ბევრ მათგანს ვიხილავთ რიგში დამდგარს, რათა ოპოზიციის რიგებში ჩაეწერონ“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მერაბ.g ამ უცხვირპირო არსებას შევახსენებ, რომ მართლა უცხვირპირო უნდა იყო, სხვაგან გადასვლაზე, მობრუნებაზე, ნაგინების ჩახუტებაზე მეცოცხე სხვას რომ ქირდავს, უნამუსობაა!
თაღლითების პარტია პარლამენტში რომ ვერ შევა ან სამადაშვილის ნომერი რომ ვერ შევა, სულ მოკლე ხანში ეს ქაბატო ან ბოკუჩავას შეუძვრება, ან მელიას
3 თვის უკან