ედუარდო კამავინგა ევროპის სუპერთასის მატჩს გამოტოვებს

ედუარდო კამავინგა ევროპის სუპერთასის მატჩს გამოტოვებს

მადრიდის „რეალს“ ევროპის სუპერთასზე ბერგამოს „ატალანტას“ წინააღმდეგ ედუარდო კამავინგა ვერ დაეხმარება.

ფრანგმა ფეხბურთელმა თამაშამდე ბოლო ვარჯიშზე ორელინ ჩუამენთან კონტაქტის შედეგად მიიღო ტრავმა, რის გამოც სეზონის პირველ შეხვედრას გამოტოვებს. ჯერჯერობით, დაზიანების ზუსტი ხარისხი და პერიოდი, რომელსაც კამავინგა გამოტოვებს, უცნობია.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალის“ და „ატალანტას“ შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.