მწვანე ლობიო და ღორის ბარკალი ძალიან წვრილად დავჭრათ და წვრილად დაჭრილ კარტოფილთან ერთად ფენებად ჩავაწყოთ კარაქწასმულ ფორმაში.
პარალელურად, რძეს დავამატოთ კვერცხი და კარგად ავთქვიფოთ. ამას დავამატოთ მარილი, პილპილი და ლიმონის წვენი. ეს მასა ფრთხილად ჩავსხათ ფორმაში, სადაც ხორცი და ლობიოა მოთავსებული და ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი ყველი.
შემდეგ, დავაწყოთ კარაქის ნაჭრები. ფორმა შევდგათ კარგად გაცხელებულ ღუმელში, გავაჩეროთ 30 წუთი და კერძი მზად იქნება.
ინგრედიენტები:
750 გრამი მწვანე ლობიო,
750 გრამი უმი, წვრილ ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი,
150 გრამი ღორის ბარკალი,
3 ცალი კვერცხი,
¼ ლიტრი რძე,
პილპილი,
მარილი,
ლიმონის წვენი,
2 სუფრის კოვზი გახეხილი ყველი,
2 სუფრის კოვზი კარაქი.
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: რქაწითელი.