მომღერალი ადელი და სპორტის აგენტი რიჩ პოლი დაინიშნნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Hollywood Life ავრცელებს.
ადელმა ჭორები მისი და პოლის დანიშვნის შესახებ გერმანიაში გამართულ კონცერტზე დაადასტურა.
იქამდე მომღერალმა ლას ვეგასში გამართულ შოუზე პოლის ქმარი, ხოლო თავის თავს ცოლი უწოდა და მოგვიანებით განმარტა, რომ ის და პოლი მეგობრის კომედი-შოუზე დაქორწინდნენ.
ადელი და რიჩ პოლი ერთმანეთს უკვე სამი წელია ხვდებიან. მათი ურთიერთობის განმავლობაში წყვილის ქორწინებასთან დაკავშირებით უამრავი ჭორი გავრცელდა, თუმცა ისინი ამ ამბავს ამ დრომდე არ ადასტურებდნენ.