მაილი საირუსმა დისნეის ლეგენდის სტატუსი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
საირუსი ყველაზე ახალგაზრდა ვარსკვლავი გახდა, ვინც დისნეის ლეგენდის სტატუსი მიიღო.
მომღერალმა პოპულარობა დისნეის ერთ-ერთ სერიალში მთავარი გმირის, ჰანა მონტანას როლის თამაშით მოიპოვა. სერიალი 2006 წელს დაიწყო, მაშინ მაილი 13 წლის იყო.
„დღემდე ვამაყობ, რომ ჰანა მონტანა ვიყავი“, - განაცხადა მაილიმ ჯილდოს გადაცემისას.