სერიალი „თეთრი ლოტოსი“ მესამე სეზონით ბრუნდება

სერიალი „თეთრი ლოტოსი“ მესამე სეზონით ბრუნდება

სერიალი „თეთრი ლოტოსი“ ეკრანებზე მესამე სეზონით, 2025 წელს დაბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას Hollywood Life ავრცელებს.

შოუს პირველი სეზონი 2021 წელს გამოვიდა და მაყურებლის სიმპათია მაშინვე მოიპოვა. იმედები მაყურებელს არც მეორე სეზონმა გაუცრუა. ახლა კი, HBO-მ სერიალის მინი თრეილერი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, წარწერით „ტაილანდში ახალი ფუფუნება გელით“, - ნათქვამია აღწერაში.

„თეთრი ლოტოსის“ მესამე სეზონში მონაწილეობას მიიღებენ მსახიობები, ჯეისონ აიზეკი, პატრის შვარცენეგერი, პარკერ პოუზი, სემ ნივოლა, სარა კეტრინ ჰუკი და სხვები.