სააკაშვილის შეწყალების გეგმა ჩავარდა, შესაბამისად, ზურაბიშვილის პრემიერობაზე ოცნებაც წარსულს ჩაბარდა

სააკაშვილის შეწყალების გეგმა ჩავარდა, შესაბამისად, ზურაბიშვილის პრემიერობაზე ოცნებაც წარსულს ჩაბარდა

აპირებდა თუ არა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებას მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე? მართველ გუნდში ეჭვი აქვთ, რომ ზურაბიშვილს და ნაციონალებს შორის შეთანხმება იმაზე მიდოდა, რომ თუ ის სააკაშვილს არჩევნების წინა დღეს შეიწყალებდა, მაშინ ზურაბიშვილი შესაძლოა პრემიერობის ან პრეზიდენტობის კანდიდატად დაესახელებინათ. მხარეებს გეგმა წყალში ჩაუვარდათ, რადგან 2 აგვისტოს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს წინასწარი 9-თვიანი პატირმობა მიესაჯა.

სამართლებრივად, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე წინასწარი პატიმრობის შეფარდებამდე, საქართველოს პრეზიდენტს შეეძლო, გამოეცა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების აქტი უკვე დამდგარ განაჩენებზე, რის საფუძველზეც, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი პენიტენციურ სისტემას დატოვებდა. არსებული მოცემულობით კი, სალომე ზურაბიშვილის შეწყალების მიუხედავად, სააკაშვილი წინასწარ პატიმრობაში მაინც დარჩება.

სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ პატიმარი სააკაშვილის თანაგუნდელების პოზიცია, რისკებთან დაკავშირებით, პროკურატურის ეჭვებსაც ამყარებს.

რას ცვლის საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება?

სამართლებრივად, ამ სახის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობას მხოლოდ ამსუბუქებს. წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაქსიმალური ვადა 9 თვეა, რაც ნიშნავს, რომ სასამართლომ მაქსიმუმ მომავალი წლის აპრილამდე უნდა დაასრულოს ამ საქმის არსებითი განხილვა და დადგეს განაჩენი.

თუ მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს, ავტომატურად გაუქმდება წინასწარი პატიმრობის სახით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებაც, თუმცა ეს გარემოება სააკაშვილის გათავისუფლების წინაპირობა ვერ გახდება, რადგან ის სხვა საქმეებზე დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზეც იხდის სასჯელს.

გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაშიც, ფაქტობრივი მოცემულობა არ იცვლება, რადგან მისთვის შეფარდებული მუხლი მაქსიმალურ სასჯელად 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მიხეილ სააკაშვილს კი, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, კერძოდ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე, უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, სასჯელის შთანთქმის პრინციპით, საზღვრის კვეთაზე გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, სააკაშვილისთვის დამატებით სასჯელის ვადის გახანგრძლივება ვერ მოხდება. ამავე პრინციპით, სააკაშვილი უკვე იხდის სასჯელს სანდრო გირგვლიანის საქმეზეც, სადაც 3-წლიანი პატიმრობა შთანთქა ვალერი გელაშვილის საქმეზე დადგენილმა 6-წლიანმა პატიმრობამ.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მისთვის ერთი შეხედვით სასარგებლო განაჩენის გაპროტესტება, სხვა არაფერია თუ არა ის გარიგება, რომელიც შესაძლებელია მასსა და პრეზიდენტს შორის შეწყალებასთან დაკავშირებით არსებობდა.

„დღემდე, „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ წევრს არ განუმარტავს საზოგადოებისთვის, რატომ აპროტესტებს მიხეილ სააკაშვილი, მისთვის სასარგებლო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით. საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ნათელი რომ იყოს, უნდა ვთქვათ, რომ სასამართლომ მიიღო აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე გადაწყვეტილება და მიხეილ სააკაშვილისთვის ეს უფრო სასარგებლო გადაწყვეტილებაა, ვიდრე საზიანო, რადგან სასამართლო შეზღუდულია 9 თვით. 9 თვეში იგი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი განაჩენი. ამავდროულად, მიხეილ სააკაშვილ 6 წელი აქვს შეფარდებული და საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, მაღალი ალბათობით, გამამტყუნებელი განაჩენი დადგება და ეს 6 წელი მოიცავს, მათ შორის, საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული სასჯელის ვადასაც. ეს ერთი შეხედვით სასარგებლოა მიხეილ სააკაშვილისთვის, მაგრამ ის აპროტესტებს და ეს პროტესტი სხვა არაფერია თუ არა ის გარიგება, რომელიც შესაძლებელია არსებობდა მასსა და პრეზიდენტს შორის. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, სავარაუდოდ, აპირებდა შეეწყალებინა მიხეილ სააკაშვილი, რაც ალბათ წინა საარჩევნოდ უნდა ყოფილიყო“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე for.ge-სთან ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, სალმე ზურაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პრემიერად ან პრეზიდენტად მისი კანდიდატურის დასასახელებლად, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე ვაჭრობდა.

„სალომე ზურაბიშვილის განცხადება სააკაშვილის შეწყალებაზე ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს, რადგან ქალი, რომელიც 6 წლის წინ, სრულიად სხვა განცხადებებს აკეთებდა, დღეს რადიკალურად შეცვლილი პოზიციით გვევლინება. თუნდაც „ნაციონალურ მოძრაობაზე“ რას ამბობდა და მიხეილ სააკაშვილზე, ასევე 2008 წლის ომზე. ამიტომ არავინ არ არის იმაზე დაზღვეული, რომ ის დამოკიდებულებას არ შეცვლის. შესაძლოა, ზურაბიშვილი ნაციონალებთან სააკაშვილის შეწყალების თემაზე ვაჭრობდა კიდეც, ამ ეჭვებს არსებობის უფლება აქვს.

ზურაბიშვილს ამბიციები აქვს, რომ ის პრემიერობის ან პრეზიდენტობის კანდიდატი იყოს. გვახსოვს, ალბათ, სააკაშვილის განცხადებებიც იმაზე, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად ოპოზიცია ერთ ადამიანზე უნდა შეთანმხდეს და იყო მინიშნება ზურაბიშვილზე. ამიტომ ეს ეჭვები ლეგიტიმურია და იმაზე საუბარი, რომ რაღაცა გარიგების მცდელობა იკვეთება, რეალურია. ხომ ვხედავთ ზურაბიშვილს საკმაოდ ეგოცენტრული დამოკიდებულება აქვს ოპოზიციის ლიდერობაზე. აგერ, პირდაპირ თქვა, რომ ქარტიაზე ვინც ხელი მოაწერა, ყველამ მისი პირობები უნდა გაითვალისწინოს. ამბობს, რომ მმართველი გუნდის დამარცხების გეგმა ამ ქარტიაშია მოცემული და ფაქტობრივად, მან შეადგინა. ეს და სხვა მსგავსი ამბიციები მას უკვე აქვს და არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ“, - ამბობს ქადაგიძე.

მისივე თქმით, ზურაბიშვილი ცდილობს იმის დემონსტრირებას, რომ ის ახლა ოპოზიციაში წამყვანი ძალაა და მის გარშემო უნდა შეიქმნას ყველაფერი. ამიტომ ანალიტიკოსს ეჭვი არ ეპარება, რომ ზურაბიშვილი ახლა თავისი საპრეზიდენტო სტატუსით მაქსიმალურად ვაჭრობს.

„ზურაბიშვილი ყველანაირ ლეგიტიმაციას გასცდა. განსაკუთრებით განცახდება როდესაც გააკეთა, რომ ის არ აპირებს ხელისუფლების ლეგიტიმურობის აღიარებას და ცდილობს მმართველი გუნდის დისკრედიტირება მოახდინოს. წარმოვიდგინოთ ეს ადამიანი როგორ ყველანაირ სამართლებრივი ჩარჩოდან არის გასული, მორალურს რომ თავი დავანებოთ. არ არის გამორიცხული, რომ ის კულუარებში ვაჭრობს და ერთ-ერთ თემად სააკაშვილის შეწყალებაც ჰქონდა. ევაჭრება ალბათ ნაციონალებს, რომ ბოლომდე მათ თამაშს ითამაშებს, თუკი პრემიერის ან პრეზიდენტის კანდიდატურად დაასახელებენ.

ასევე პირდაპირ ჩანს ის, რომ ზურაბიშვილი 27 ოქტომბერს არ აპირებს, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, მის აღიარებას. თუკი ოპოზიცია არ გაიმარჯვებს, რისი დიდი ალბათობაც ყველა კვლევებით არსებობს, ის არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებას არ აპირებს. ალბათ, სავაჭრო ზურაბიშვილს ოპოზიციასთან ეს თემაც აქვს და რაღაცები უკვე წინასწარ დალაგებულიც აქვს. ამიტომ ამ ქალბტონიდან ყველანაირი არაადეკვატურობა არის მოსალოდნელი. უბრალოდ, მას შემდეგ, რაც სააკაშვილს წინასწარი პატიმრობა მიესაჯა საზღვრის უკანონო კვეთის გამო, შეწყალების საკითხი ჩაუვარდათ. ზურაბიშვილმა თუ მხოლოდ ორ საქმეზე შეიწყალა სააკაშვილი, ის ციხეს მაინც ვერ დატოვებს“, - ამბობს ქადაგიძე.

trampi ჩემს ახალგაზრდობაში იტყოდნენ ხოლმე ------- ,,ფიშერსკი ხოდიაო,,,, ზუსტად ისეთი ხოდი გაუკეთა ოცნებამ ნაცებს და ზურაბაშვილს
ეხლა ეს ზურაბაშვილი ვიღას რაღა ჯანდაბად უნდა??

ვსოოოო................... კუკუუუ .... ზურაბაშვილო...
3 თვის უკან
trampi ნეტა ეს ფიშერი ვინღა იყო?......ჰაააა არადა სსსრ--ის ჯინაზე ძაან ვბალეშიკობდით ყველა
ალბათ ძველგაზრდა ნაცებმა იციან ვინც იყო.....მაგ სამადაშვილის მამამ
3 თვის უკან