ჯიმი კიმელი, Jimmy Kimmel Live-ის ავტორი და ოსკარების ოთხგზის წამყვანი, 2025 წელს დაჯილდოების ცერემონიაზე ამ ამპლუაში აღარ დაბრუნდება.
კიმელმა ოსკარები 2017 და 2018 წელს წაიყვანა, იქამდე, სანამ 2019-2021 წლებში ცერემონია წამყვანის გარეშე ჩატარდებოდა. 2022 წელს ჰოლივუდის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება რეჯინა ჰოლმა, ვანდა სკაისმა და ემი შუმერმა ჩაატარეს, კიმელი კი 2023 წელს დაუბრუნდა სცენას. 2024 წელს კიმელის მიერ ჩატარებულ ოსკარების ცერემონიას უკანასკნელ 4 წელში ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავდა — შოუმ ეკრანებთან 19,5 მილიონი მაყურებელი მოიზიდა.
ოსკარებთან დაკავშირებული 4-წლიანი წარმატებული ისტორიის მიუხედავად, კიმელს 2025 წელს ოქროსფერ სცენაზე ვეღარ ვიხილავთ. მისი გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია.
PEOPLE-ს ცნობით, კიმელის უარის შემდეგ ცერემონიის ჩატარება SNL-ს წამყვანს, ჯონ მულეინის შესთავაზეს, რაზეც კომიკოსმა უარი განაცხადა.
ოსკარის 97-ე ცერემონია 2 მარტს ჩატარდება.