ეს საოცარი ისტორია ინგლისში, დედოფალი ვიქტორიას ეპოქაში, მოხდა. 14 წლის ბიჭი, სახელად ედვარდ ჯონსი, ბუკინჰემის სასახლეში შეიპარა და დედოფლის საცვალი მოიპარა. ის ისტორიის მიერ შემონაული, პირველი სტალკერია. მისი საოცარი თავგადასავალი კარდიფის უნივერსიტეტის პროფესორმა, ვინმე იან ბოდენსონმა გამოამზეურა, ძველი საგაზეთო ამონაწერების შესწავლის საფუძველზე.
1838 წლიდან 1841 წლამდე, ჯონსმა 3-ჯერ მოახერხა სამეფო აპარტამენტებში შეპარვა, ისე, რომ ვერავინ გაიგო, როგორ ახერხებდა ამას. ის ამტკიცებდა, რომ ეძინა მეფის მსახურის საწოლში, ისადილა სამზარეულოში, იყო სასტუმრო დარბაზში, იჯდა სამეფო ტახტზე და რამდენიმე საათი გაატარა დედოფლის საწოლის ქვეშ. მან, აგრეთვე, წაიკითხა დედოფლის კორესპოდენცია და თავისი ქმედების დამამტკიცებელ საბუთად, დედოფლის საცვალი მოიპარა, რომელიც შარვალში ჩატენილი გამოიტანა სასახლიდან. როდესაც ჯონსი დაიჭირეს, მან განაცხადა, რომ ყოველთვის აინტერესებდა, რა ხდებოდა სასახლეში და ამის შესახებ წიგნის დაწერას აპირებდა.
ბიჭის სასამართლო საიდუმლო ვითარებაში შედგა. არავინ იცოდა, რას მოიმოქმედებდა ჯონსი, გარეთ რომ დაეტოვებინათ. შესაძლოა, მას ტრაბახიც დაეწყო, რომ დედოფალი შიშველი ნახა, შეიძლება, შეიარაღებული შესულიყი დედოფლის საწოლ ოთახში. ამიტომ, სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და ბრალის წაყენების გარეშე, ავსტრალიაში გადაასახლა.
ეტყობა, ჯონსმა იქაც სცადა თავისი უნიკალური თვისების გამოყენება-შეუმჩნევლად შენობაში შეპარვა, მაგრამ წარუმატებლად, რადგანაც, განმეორებით გაასამართლეს სახლის გატეხვისთვის. ის ალკოჰოლიზმით გარდაიცვალა 1893 წელს. ჯონსის ისტორიკოსის აზრით, ის არ იყო შეშლილი, რადგან, ასეთ შემთხვევაში, მას უცბათ გამოამწყვდევდნენ საგიჟეთში. მის შესახებ ორი წიგნია დაწერილი და მათი მხოლოდ თითო კოპიოა შემორჩენილი მთელს მსოფლიოში. დანარჩენი ინფორმაციის მოპოვება იმდროინდელი გაზეთების საშუალებით მოხდა.
atb.ge