დავით მათიკაშვილი ოპოზიციის შეცვლილ პოზიციაზე: დღეს ოღონდაც ელექტორალური მხარდაჭერა ჰქონდეთ, ისინი აცხადებენ ისეთ გარემოებებს, რომელსაც ცოტა ხნის წინ დაჟინებით უარყოფდნენ

დავით მათიკაშვილი ოპოზიციის შეცვლილ პოზიციაზე: დღეს ოღონდაც ელექტორალური მხარდაჭერა ჰქონდეთ, ისინი აცხადებენ ისეთ გარემოებებს, რომელსაც ცოტა ხნის წინ დაჟინებით უარყოფდნენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი საქართველოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის საკითხზე ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკას გამოეხმაურა და მათ მეტამორფოზს სამარცხვინო უწოდა.

მათიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ამომრჩევლის გულის მოსაგებად კეთდება.

„ეს სამარცხვინო მეტამორფოზი, რომელიც რადიკალურმა ოპოზიციამ განიცადა, რუსეთთან დაკავშირებით სანქციების დაწესების, მეორე ფრონტის გახსნის და ა.შ. ნაწილში, კარგად ასახავს მათ პოლიტიკურად ამორალურ სახეს.

ლანძღავდნენ უშვერი სიტყვებით ქართული სახელმწიფოს და ჩვენი ხელისუფლების ყველა მცდელობას, რომ მშვიდობა შენარჩუნებულიყო ჩვენს სახელმწიფოში და არ მომხდარიყო ეკონომიკის ჩამოქცევა, რომლის პირდაპირი შედეგიც იქნებოდა რუსეთს მიმართ სანქციების დაწესება.

დღეს ოღონდაც ელექტორალური მხარდაჭერა ჰქონდეთ, ისინი აცხადებენ ისეთ გარემოებებს, რომელსაც ცოტა ხნის წინ დაჟინებით უარყოფდნენ.“– განაცხადა დავით მათიკაშვილმა.