ირაკლი ქადაგიშვილი არასამთავრობოებზე: ისინი არიან რადიკალური ოპოზიციის დანამატი და უცხოეთიდან მათი დაფინანსება ხმარდება საქართველოში რადიკალური „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი დანამატების ფინანსურ უზრუნველყოფას

ირაკლი ქადაგიშვილი არასამთავრობოებზე: ისინი არიან რადიკალური ოპოზიციის დანამატი და უცხოეთიდან მათი დაფინანსება ხმარდება საქართველოში რადიკალური „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი დანამატების ფინანსურ უზრუნველყოფას

ისინი არიან რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, დანამატი და უცხოეთიდან მათი დაფინანსება ხმარდება საქართველოში რადიკალური „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი დანამატების ფინანსურ უზრუნველყოფას, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ეს არ არის არც პირველი და არც იქნება უკანასკნელი შემთხვევა და ეს განპირობებულია იმით, რომ ფაქტობრივად, ეს არასამთავრობო სექტორის, რომელიც თითქოსდა, დემოკრატიასთან პლურალიზმთან იყო დაკავშირებული, მიზნები დღეს არის სააშკარაოზე გამოტანილი. ისინი არიან რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, დანამატი და უცხოეთიდან მათი დაფინანსება ხმარდება საქართველოში რადიკალური „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი დანამატების ფინანსურ უზრუნველყოფას. რაღაც სათაურების უკან უცხოური ფულით ქართულ პოლიტიკაში და საარჩევნო კამპანიაში ჩარევა ხდება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

წალენჯიხაში მიმდინარეობს ფესტივალი, რომლის ორგანიზატორიც ლევან ცუცქირიძის სახელთან დაკავშირებული ორგანიზაციაა. ცუცქირიძე აქტიურად ითხოვდა ხელისუფლების გადადგომას საპროტესტო აქციების მიმდინარეობის დროს, ახლა კი „ლელოსთან“ გაერთიანდა. მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის ფინანსური წყარო, დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტია.