გიორგი კალანდარიშვილი: არარსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხდება ისეთი მოლოდინების შექმნა, თითქოს არჩევნები არის მანიპულირებადი, მაშინ, როდესაც ინსტიტუცია აკეთებს ყველაფერს, რომ ამისთვის სივრცე არ დარჩეს

არარსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხდება ისეთი მოლოდინების შექმნა, თითქოს არჩევნები არის მანიპულირებადი, - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.

„სამწუხაროა, რომ არარსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხდება ისეთი მოლოდინების შექმნა, თითქოს არჩევნები არის მანიპულირებადი, მაშინ, როდესაც ინსტიტუცია აკეთებს ყველაფერს, რომ ამისთვის სივრცე არ დარჩეს. პროცესი არის მაქსიმალურად გამჭვირვალე, და ევროპული სტანდარტების მიხედვით, რომლებიც ითვალისწინებს მათ შორის, ტექნოლოგიური ინტერვენციის პირობებში მნიშვნელოვანი საკითხების გათვალისწინებას, ყველაფერი გათვალისწინებულია“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.