მსახიობი კიანუ რივზი მალე მწერა]ლის ამპლუაშიც მოგვევლინება — მისი თქმით, წიგნის წერა საკუთარ მოკვდაობაზე ფიქრმა დააწყებინა.
მატრიცის ვარსკვლავის პირველი რომანი The Book of Elsewhere ბრიტანელ სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალთან, ჩაინა მივილთან თანამშრომლობით იწერება. ისტორია უკვდავ მებრძოლზე იქნება, რომელიც სიკვდილზე ოცნებობს.
რომანი დაფუძნებული იქნება რივზის ცნობილ კომიქსზე BRZRKR (Berserker). BBC-ს ცნობით, Berserker-ის ადაპტაციას ნეტფლიქსიც გეგმავს და იგივე სიუჟეტით ანიმეც შეიქმნება.
ფანების აზრით, BZRKR-სა და კიანუ რივზის რეალურ ცხოვრებას შორის ბევრი მსგავსებაა. მსახიობმა თავადაც განიხილა ეს ფაქტი და აღნიშნა, რომ კომიქსში ძალადობრივი სცენების სიუხვე მის მიერ შესრულებული როლებითაა განპირობებული.