გია აბაშიძე:  5%-იანი ბარიერი არის მინიმუმ 100 000 ხმა, რაც რაღაც 'პარტიუგებს' ინდივიდუალურად არასოდეს მიუღიათ- ხუთპროცენტიანის გადალახვის შემთხვევაში, ესა თუ ის აუტსაიდერი იღებს მინიმუმ 8 მანდატს

გია აბაშიძე: 5%-იანი ბარიერი არის მინიმუმ 100 000 ხმა, რაც რაღაც 'პარტიუგებს' ინდივიდუალურად არასოდეს მიუღიათ- ხუთპროცენტიანის გადალახვის შემთხვევაში, ესა თუ ის აუტსაიდერი იღებს მინიმუმ 8 მანდატს

„საარჩევნო არითმეტიკას მივაპყროთ ყურადღება, რომელსაც ზერელედ უყურებენ ნაცრადიკალები და ქვეყნის აყირავების გარდა არაფერი აინტერესებთ:- 5%-იანი ბარიერი არის მინიმუმ 100 000 ხმა, რაც რაღაც 'პარტიუგებს' ინდივიდუალურად არასოდეს მიუღიათ.“-წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. 

ანალიტიკოსის თქმით,  ხუთპროცენტიანის გადალახვის შემთხვევაში, ესა თუ ის აუტსაიდერი იღებს მინიმუმ 8 მანდატს. ვერავინ ვერასდროს ვერავის დაარწმუნებს, რომ, მაგალითად, არაადეკვატური სალომე ზურაბიშვილი, მევახშე ხაზარაძე; მოღალატე გახარია; სუპერარარობა ანა დოლიძე ანდა მოძალადე ალეკო ელისაშვილი გულანთებული პატრიოტები არიან.

„საარჩევნო არითმეტიკას მივაპყროთ ყურადღება, რომელსაც ზერელედ უყურებენ ნაცრადიკალები და ქვეყნის აყირავების გარდა არაფერი აინტერესებთ:

- 5%-იანი ბარიერი არის მინიმუმ 100 000 ხმა, რაც რაღაც 'პარტიუგებს' ინდივიდუალურად არასოდეს მიუღიათ.

- ხუთპროცენტიანის გადალახვის შემთხვევაში, ესა თუ ის აუტსაიდერი იღებს მინიმუმ 8 მანდატს. მშვენიერია, იქმნება გადასახადის გადამხდელთა მიერ დაფინანსებული ფრაქცია-ჯგუფი, კომიტეტებში მონაწილეობა; გარანტირებულ საპარლამენტო ხელფასს დამატებული ბონუსები; საგარეო ვიზიტებში დანამატები და ა.შ.

ვერავინ ვერასდროს ვერავის დაარწმუნებს, რომ, მაგალითად, არაადეკვატური სალომე ზურაბიშვილი, რომელიც წარმომავლობის გამო მოხვდა ამ პოსტზე;

მევახშე ხაზარაძე; მოღალატე გახარია; სუპერარარობა ანა დოლიძე ანდა მოძალადე ალეკო ელისაშვილი გულანთებული პატრიოტები არიან. ეს 'ბულშითინგი' თავადაც არ სჯერათ ამ ბოროტ ჯამბაზებს. საკითხავია - ასე დაბლაგვდა "გლობალური ომის პარტიის" ანალიტიკა რომ ვერ აცნობიერებენ აქაურ განწყობებს? არ გამიკვირდება, რადგან ფსევდო-იდეოლოგიების გავლენით, უამრავი პოლიტიკური, უსაფრთხოებითი ჩავარდნაა დასავლეთში.

რაც მთავარია, საარჩევნო პროგრამები სადაა? არც იქნება, მხოლოდ პოლიტიკური სადღეგრძელოები იმ ჩამოწერილებისგან, რომლებიც ზნეობრივ ნორმებში არ არიან დიდი ხანია“.-წერს გია აბაშიძე.