გიორგი ვაშაძე ემიგრანტებს: თქვენს ხელშია საქართველოს ბედის გადარჩენა, რაც შეიძლება მეტმა უნდა გაიაროთ საკონსულოში რეგისტრაცია - ხელისუფლება, რომელმაც გაიძულათ ქვეყნიდან წასულიყავით, გავუშვათ და წავიდეთ ევროკავშირისკენ!

გიორგი ვაშაძე ემიგრანტებს: თქვენს ხელშია საქართველოს ბედის გადარჩენა, რაც შეიძლება მეტმა უნდა გაიაროთ საკონსულოში რეგისტრაცია - ხელისუფლება, რომელმაც გაიძულათ ქვეყნიდან წასულიყავით, გავუშვათ და წავიდეთ ევროკავშირისკენ!

რაც შეიძლება მეტმა ემიგრანტმა უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. 26 ოქტომბერი არის გადამწყვეტი, როცა თქვენ შეგიძლიათ შეატრიალოთ ეს ბედუკუღმართობა, - ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ემიგრანტებს საკონსულო აღრიცხვაზე რეგისტრაციისაკენ მოუწოდა, რათა მათ არჩევნებში ხმის მიცემა შეძლონ.

ვაშაძის განცხადებით, რაც მეტი ემიგრანტი გაივლის რეგისტრაციას, მით მეტი შანსია, რომ ჩვენ ვიცხოვროთ საქართველოში, რომელიც იქნება ერთიანობის და არა დაპირისპირების.

„დღეს თქვენ ხელშია მართლაც, მნიშვნელოვანწილად, საქართველოს ბედის გადარჩენა. გუშინ „ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენელი გამოვიდა და პირდაპირ ღიად თქვა, რომ მათ არ უნდათ, თქვენ მონაწილეობა მიიღოთ არჩევნებში. ისინი არ აპირებენ დამატებით საარჩევნო უბნების გახსნას, მაგრამ გამოსავალი არის. ძალიან გთხოვთ, ძალიან ცოტა დრო დარჩა, თვე-ნახევარი დაახლოებით და ყველამ უნდა გაიაროთ საკონსულო აღრიცხვაზე რეგისტრაცია, იმისთვის, რომ თქვენ მოხვდეთ საარჩევნო სიაში. იმისთვის, რომ თუნდაც იმ უბნებზე, რომლებიც იქნება გახსნილი უცხოეთში, თქვენ გქონდეთ საარჩევნო ხმის უფლება. თქვენს ხელშია საქართველოს ბედის გადაწყვეტა. რაც მეტი ემიგრანტი გაივლით რეგისტრაციას, მით მეტი შანსია რომ ჩვენ ვიცხოვროთ საქართველოში, რომელიც იქნება ერთიანობის საქართველო და არა დაპირისპირების. 26 ოქტომბერი არის გადამწყვეტი, როცა თქვენ შეგიძლიათ შეატრიალოთ ეს ბედუკუღმართობა. ხელისუფლება, რომელმაც გაიძულათ ქვეყნიდან წასულიყავით, გავუშვათ ქვეყნიდან და წავიდეთ ევროკავშირისკენ,“ - განაცხადა ვაშაძემ.

მერაბ.g წყალწაღებული ხავსს ეჭიდებიდაო" ასეა მეცოცხეების საქმე :)) მე ძალიან მინდა რაც შეიძლება ბენრმა ემიგრანტმა მისცეს ხმა - ადრე რომ არ მისულა იმდენი მივიდეს! ამერიკაში და ევროპაში მეც მყავს 50-მდე ნაცნობი ქართველი, რომლების დიდი დაწილი ამ ხელისუფლებამდეა იქ წაული და იმ ჩემი ნაცნობებიდან 49-მდე ოცნებისთვისაა ხმის მიმცემი!
აქ მთავარია ვაშაძის თაღლითობა და ფარისევლობა - მას თავისი გარანტირებული აქვს, მთელი მისი პარტია, ანუ ის მანჯგალაძე და ჩიხლაძე ხვდებიან პარლმენტში; ჭჭ-მ ასევე კარგად იცის, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შანსი ნოლის ტოლია . თავისი განაღდებული აქვს და კაკანებს, თითქოს ქვეყანაზე შესტკივა გული და თითქოს რამე შანსი აქვთ!
1 თვის უკან
მერაბ.g უნდა იყოს ... 40-მდე
1 თვის უკან