შალვა პაპუაშვილი: როგორც კი ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში, მეორე დღესვე, დააწესებენ სანქციებს, შემოიღებენ სავიზო რეჟიმს, აკრძალავენ ფრენებს და მესამე დღეს ჩვენ ვიქნებით ჩართული ომში. ეს არის ოპოზიციის წინასაარჩევნო დაპირება

შალვა პაპუაშვილი: როგორც კი ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში, მეორე დღესვე, დააწესებენ სანქციებს, შემოიღებენ სავიზო რეჟიმს, აკრძალავენ ფრენებს და მესამე დღეს ჩვენ ვიქნებით ჩართული ომში. ეს არის ოპოზიციის წინასაარჩევნო დაპირება

თუ საქართველოს ხელისუფლება, აი ამ თავქარიან შემოთავაზებებს აჰყვებოდა, რომელიც 2022 წლის თებერვალი-მარტში ძალიან უხვად იყო უცხოელი აქტორების მხრიდან, დღეს, Fitch-ის რეიტინგში, საქართველოს იქნებოდა ნეგატიური რეკორდსმენი ეკონომიკური კოლაფსისა, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი Fitch-ის რეიტინგებს, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინის ეკონომიკის ყველა დარგმა 28 თვიანი ომის შემდეგ უდიდესი დარტყმა მიიღო.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სწორედ ეს მიზანი ამოძრავებდა ოპოზიციას და ზოგიერთ უცხოელ აქტორს, როდესაც საქართველოს ომში ჩართვას ცდილობდნენ. ამ შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ჩვენს ქვეყანას ექნებოდა დამანგრეველი შედეგი.

„არა თუ ამ, უარეს მდგომარეობაში იქნებოდა საქართველო, საქართველოს ხელისუფლება მაშინ, რომ დაჰყოლოდა ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების და ზოგიერთი უცხოელი აქტორის ზეწოლას და სანქციების, ომში შესვლის და ესკალაციის გზაზე წასულიყო. დღეს Fitch-ის რეიტინგში საქართველოს იქნებოდა ნეგატიური რეკორდსმენი ეკონომიკური კოლაფსისა. ციფრებით არის დათვლილი რა შედეგები ექნებოდა იმას, თუ საქართველოს ხელისუფლება, აი ამ თავქარიან შემოთავაზებებს აჰყვებოდა, რომელიც 2022 წლის თებერვალი-მარტში ძალიან უხვად იყო უცხოელი აქტორების მხრიდან.

და მეორე, ეს არის კიდევ ერთხელ ცხადი ვიზუალიზაცია ჩვენი ამომრჩევლებისთვის თუ რა გეგმა აქვს დასახული ოპოზიციას ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ხომ ეჭვი არ გვეპარება, რომ როგორც კი ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში, მეორე დღესვე, მათივე სიტყვებია დააწესებენ სანქციებს, შემოიღებენ სავიზო რეჟიმს, აკრძალავენ პირდაპირ ფრენებს. უკრაინას მიაწვდიან რაიმე შეიარაღების მიწოდება თუ შეუძლიათ და მოხალისეების ორგანიზების ცენტრების შექმნიან უკრაინაში გასაგზავნად. და მესამე დღეს ჩვენ უკვე ვიქნებით ჩართული ომში. ეს არის ოპოზიციის წინასაარჩევნო დაპირება, რომ საქართველოს Fitch-ის რეიტინგში აღმოჩნდეს ნეგატიური რეკორდსმენი“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მერაბ.g "როგორც კი ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში" კი არა"თუ ოპო მოვა ხელისუფლებაში"
1 თვის უკან