„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ლარნაკაში გაემგზავრნენ - არსებული ინფორმაციით, ისინი დავით კეზერაშვილს შეხვდებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ლარნაკაში გაემგზავრნენ - არსებული ინფორმაციით, ისინი დავით კეზერაშვილს შეხვდებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ლარნაკაში გაემგზავრნენ. არსებული ინფორმაციით, გამგზავრების მიზანი, ოლიქარგ კეზერაშვილთან შეხვედრაა. დიმიტრი ჩიქოვანთან ერთად იმყოფებიან იგორ ნარმანია, გიგი გიგიტელაშვილი, ირაკლი გაბიძაშვილი და ლევან სანიკიძე.

კეზერაშვილის ცოლის ძმა დიმიტრი ჩიქოვანი კვიპროსში სიძესთან შეხვედრას უარყოფს.

ცოტა ხნის წინ ოლიგარქი კეზერაშვილი ლარნაკაში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა დიმიტრი ჩიქოვანიც. არსებული ინფორმაციით, მთავარი თემა „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესები იყო. კეზერაშვილი დაფინანსების შეწყვეტით დაიმუქრა. ოლიგარქ კეზერაშვილს სურს საარჩევნო კამპანია თავად აკონტროლოს.