არჩილ გორდულაძე: არსებობენ გავლენიანი ძალები, რომელთა ინტერესშიც არის, რომ იმ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნან, რომლებიც თავიანთი ქვეყნის სუვერენიტეტს იცავენ და იბრძვიან ლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ

არჩილ გორდულაძე: არსებობენ გავლენიანი ძალები, რომელთა ინტერესშიც არის, რომ იმ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნან, რომლებიც თავიანთი ქვეყნის სუვერენიტეტს იცავენ და იბრძვიან ლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს მიმდინარე მოვლენები, რაც სხვადასხვა ქვეყანაში ხდებოდა, იქნებოდა ეს პრემიერ-მინისტრ ფიცოსთან თუ ტრამპთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართულ ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

დეპუტატი ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეს გამოეხმაურა.

„არსებობენ გავლენიანი ძალები, რომელთა ინტერესშიც არის, რომ იმ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნან, რომლებიც თავიანთი ქვეყნის სუვერენიტეტს იცავენ და იბრძვიან ლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ“, - აღნიშნა გორდულაძემ.

სუსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.

მერაბ.g მოწინააღმდეგის სიცოცხლისა და ჯანმრტელობისთვის საფრთხის შექმნა მუდმივადაა რაც ადამიანი არესბობს და რაც ადამიანი არსებობს, ჯერ ჭამდა მისნაირს, მერეკლავდა, აუპატიურებდა,ძარცვავდა, ხოცავდა (როგორც სააკაშვილი)...
გადარჩა ის ვისაც ჭკუა ან/და ძალა ჰქონდა! ატილა ვინ მოწამლა? გორგასალს ვინ გაუყარა შუბი? ყორღანაშვილი, სააკაშვილი ვის მსახურებაში მოქმედებდნენ? საქართველო შინაგანად რომ ყოფილიყო ერთიანი, დარწმუნებული ვარ, იმის ნახევარი აოხრება და მტერთა თარეში არ იქნებოდა, რაც გადავიტანეთ!
მტერიც, მტრის მომხრეც უნდა გამოცლინდეს და საკადრისი მიეზღოს! ოღონდ "საბურავების საქმის" მსგაცსი არ გადვანახოთ!
1 თვის უკან