მეუფე იაკობი გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე: ეს არ იყო საქართველოსთვის თავდადება, ეს იყო პროევროპული, პრორუსული, პროამერიკული და არა ქართული გამოსვლები

მეუფე იაკობი გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე: ეს არ იყო საქართველოსთვის თავდადება, ეს იყო პროევროპული, პრორუსული, პროამერიკული და არა ქართული გამოსვლები

პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ძალიან ცხელი ზაფხული და ასევე შემოდგომა გველოდება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება. თუ გავაკეთებთ ანალიზს რა ხდებოდა საქართველოში, იყო დიდი გამოსვლები, ჩვენი ახალგაზრდობა საკმაოდ აქტიურად იყო ჩაბმული სკოლის მოსწავლეები და სტუდენტებიც, ასევე სხვადასხვა თაობის ადამიანები – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა გადაცემა „იმედიLIVE“- ში განაცხადა.

„იყო ატეხილი ერთი ამბავი რუსული კანონი, რუსული კანონიო ეს პროპაგანდა უკვე დიდი ხანია მიდის, თუ გინდა ადამიანი მოიშორო ან პოლიტიკური ჯგუფები მოიშორო, უნდა უძახო რუსი.მთავარია შენ უწოდო და იმან იმართლოს თავიო, ასეა საუბარი.

ეს გამოსვლები რამდენი ხანი გაგრძელდა იცით და რა მივიღეთ საბოლოოდ? მივიღეთ ის, რომ საბოლოო ჯამში ძალიან ბევრი პროგრამა გაუჩერდა სახელმწიფოს და გადაეცა სამოქალაქო საზოგადოებას და მედიებს, გაიმარჯვა საქართველომ ამით? როდესაც გადაწყვიტეს ჯარისთვის ფული არ მიეცათ და იმ ფულით დაეფინანსებინათ კონკრეტული არასამთავრობოები და კონკრეტული მედია საშუალებები. რომელიმემ პროტესტი გამოთქვა?

ეს ნიშნავს იმას, რომ რისთვისაც დაიწყო სამოქალაქო საზოგადოებამ ეს აქტიურობა. პოლიტიკური პარტიების გარეშე არ არიან, მათზეა მიბმულია რაღაც ნაწილი. ჩემი აზრით ეს არ იყო საქართველოსთვის თავდადება, ეს იყო პროევროპული, პრორუსული, პროამერიკული და არა ქართული გამოსვლები. საბოლოო შედეგი რა მივიღეთ? საქართველოს სახელმწიფოს ბევრი რამე გაუყინეს და ძლევენ სამოქალაქო საზოგადოებას და ტელევიზიებს, ვინც დაუკვეთა უცხოეთს.“– განაცხადა მეუფე იაკობმა გადაცემა „იმედიLIVE“- ში.