"ჩელსისთვის" ზედმეტი ფეხბურთელები

ლონდონის „ჩელსის“ მიმდინარე ზაფხულს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს, რომლებიც ენცო მარესკას გეგმებში არ შედიან.

„არისტოკრატები“ ამერიკულ ტურნეში 28 ფეხბურთელით მიემგზავრებიან, მაგრამ სიაში არ არის 6 ფეხბურთელი: კეპა არისაბალაგა, რომელუ ლუკაკუ, ტრევორ ჩალობა, ჩეზარე კაზადეი, დავიდ დატრო ფოფანა და მალანგ სარი.

ხსენებულ ფეხბურთელებს „ჩელსის“ დატოვება მოუწევთ. ცნობილია, რომ ლუკაკუს შეძენა „ნაპოლის“ სურს და ბელგიელ ფეხბურთელთან იტალიელები პირად კონტრაქტზე შეთანხმებული არიან.