"სან ანტონიომ" სანდრო მამუკელაშვილს ახალი კონტრაქტი გაუფორმა

„სან ანტონიომ“ სანდრო მამუკელაშვილს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ქართველი კალათბურთელი მომდევნო სეზონსაც „სპურსის“ რიგებში გაატარებს, რომლის მაისურით გასულ სეზონში საშუალოდ 4 ქულას, 3 მოხსნა და 1 პასს აგროვებდა.

სანდრო მამუკელაშვილი „სან ანტონიოში“ 2023 წლიდან თამაშობს, ხოლო მანამდე „მილუოკი ბაქსის“ ღირსებას იცავდა. ქართველი კალათბურთელი 2017-2021 წლებში „სეტონ ჰოლის“ წევრი იყო.