სერიალი „ემილი პარიზში“ ახალი სეზონით ბრუნდება

სერიალი „ემილი პარიზში“ ახალი სეზონით ბრუნდება

Netflix-ს სერიალის „ემილი პარიზში“ ახალი, მეოთხე სეზონი ეკრანებს უბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას Holywood Life ავრცელებს.

სერიალის მეოთხე სეზონი ორ ნაწილად იქნება გაყოფილი. პირველი ნაწილის პრემიერა Netflix-ის პლატფორმაზე 15 აგვისტოს დაბრუნდება, ხოლო მეორე ნაწილი 12 სექტემბერს გამოვა.