ბაიდენმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის მომავალ კვირას საარჩევნო კამპანიაში დაბრუნებას

ბაიდენმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის მომავალ კვირას საარჩევნო კამპანიაში დაბრუნებას

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის მომავალ კვირას საარჩევნო კამპანიაში დაბრუნებას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„მოუთმენლად ველი მომავალ კვირას საარჩევნო კამპანიაში დაბრუნებას, რათა გავაგრძელო დონალდ ტრამპის „პროექტი 2025“-ის დღის წესრიგის საფრთხის გამოაშკარავება. ამავდროულად ვისაუბრებ ჩემს ხედვაზე, რომელიც მაქვს ამერიკის მიმართ: ის, სადაც ჩვენ გადავარჩენთ ჩვენს დემოკრატიას, დავიცავთ ჩვენს უფლებებსა და თავისუფლებებს და შევქმნით შესაძლებლობებს ყველასთვის. [ამ არჩევნების] ფსონები მაღალია, არჩევანი კი ნათელია. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.