სიიარტო: ევროკავშირი ბედნიერი უნდა იყოს იმით, რომ საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება - ბრიუსელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე გახდეს ევროპული ოჯახის წევრი

სიიარტო: ევროკავშირი ბედნიერი უნდა იყოს იმით, რომ საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება - ბრიუსელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე გახდეს ევროპული ოჯახის წევრი

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს.

სტუმრად მყოფ ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან გამართულ პრესკონფერენციაზე სიიარტომ ხაზი გაუსვა საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებს და აღნიშნა, რომ ასეთი სწრაფი ეკონომიკური განვითარების მქონე ქვეყნებს შეუძლიათ სერიოზული იმპულსი მისცენ ევროკავშირს.

„ევროკავშირი აბსოლუტურად ბედნიერი უნდა იყოს იმით, რომ საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ბრიუსელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. მაგრამ რა ხდება? რასაც ჩვენ ვხედავთ არის ის, რომ ევროპის ლიბერალურ მეინსტრიმს, ომის მომხრე პოლიტიკოსებს და ბრიუსელის ბიუროკრატებს სურთ შეუძლებელი გახადონ საქართველოს წარმატებული ინტეგრაცია ევროპაში. და ასეთ დროს უნდა დავსვათ კითხვა, რატომ არის ასე? და პასუხი არის ის, რომ საქართველოს ჰყავს პატრიოტული ხელისუფლება“, - აღნიშნა სიიარტომ.