ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ბევერლი ჰილზში მდებარე მანსიონს $61 მილიონად ყიდიან, რომელიც ერთობლივად შეიძინეს 2023 წლის ივნისში.
მაშინ, როცა მათ ქორწინებაში არსებულ პრობლემებზე ჰოლივუდში ჭორები ვრცელდება და ტაბლოიდები ვარაუდობენ, რომ წყვილი მალე განქორწინდება, ლოპესთან დაახლოებულმა პირმა ჟურნალ PEOPLE-ს განუცხადა, რომ წყვილი სახლით კმაყოფილი არ არის და მისი გაყიდვის მიზეზიც ესაა.
"ბენს ეს სახლი არასდროს მოსწონდა, რადგან ძალიან შორსაა მისი შვილებისგან. ჯენიფერის აზრით კი ეს სახლი ზედმეტად დიდია," — განუცხადა ჟურნალს წყარომ. მანსიონში 12 საძინებელი და 24 სააბაზანო ოთახია.